Home – GEO

Flagge Georgien   Flagge Armenien   Flagge Aserbaidschan   Flagge Ukraine   Flagge Polen   Flagge Russland   Flagge Türkei

‘OJOS NEGROS’ Tango Weekend in Kazbegi – ტანგოს დღეები ყაზბეგში!

2018 წლის 5, 6 და 7 ოქტომბერს, ანასა და ვალდემარის ორგანიზებით ქ. ყაზბეგში, სასტუმრო რუმსში ‘Rooms Hotel Kazbegi’, გაიმართება საერთაშორისო ტანგოს მარათონი. თქვენ გელოდებათ დაუვიწყარი მილონგები (ტანგო საღამოები) კლასიკური ტანგოს მუსიკის თანხლებით, რომელსაც ქართველი და ევროპიდან მოწვეული დიჯეები გაუძღვებიან.

ჩვენი ივენთი ერთმხრივ მიზნად ისახავს საქართველოში არგენტინული ტანგოს პოპულარიზაციას, რამაც ბოლო წლების მანძილზე ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მეორეს მხივ, კი საერთაშორისო ხასიათიდან გამომდინარე, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.

ამასთანავე პროექტი ემსახურება სხვადასხვა ქვეყნებიდან მოცეკვავეების დამეგობრებას, დადებითი ემოციებისა და გამოცდილების გაცვლას, და უბრალოდ სამუშაო კვირის ჯადოსნურ გარემოში დაგვირგვინებას.

რეგისტრაცია იწყება 15 მაისს! გელოდებით! დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდი და დაგვიკავშირდით აღნიშნულ მისამართზე.